Pseudomonas syringae pv. Actinidiae არის ბაქტერია რომელიც იაპონიაში აღმოაჩინეს 1980 წელს თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ ქვეყანაში გაჩნდა ის პირველად. ამ ბაქტერიას შეუძლია გამოიწვიოს კივის ნერგის სიკვდილი.  ამ ბაქტერიას შეუძლია უდიდესი ზარალი მიაყენოს ქართული კივის მცირე და დიდი ბაღების მეპატრონეებს და ყველანაირად არ დავუშვათ ამ ბაქტერიის შემოღწევა საქართველოში. 2007-2008 წლებში მოხდა ამ ბაქტერიის მასიური გავრცელება იტალიაში, საფრანგეთში, ახალ ზელანდიაში, ჩინეთში, ჩილეში, ესპანეთში, პორტგალიაში და სხვაგან. კომპანია ნერგეტამ 2011 წლის ზაფხულში თხოვნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნერგთა დაცვის განყოფილებას და მალევე სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შემოიღო შეზღუდვები შემდეგი რეგიონებიდან კივის ნერგების იმპორტზე: ჩინეთი: სიჩუანის, ანჰუის და შაანქსის მხარეები თურქეთი: რიზეს რაიონი იაპონია: ჰოკკაიდო, ჰონშუ, კიუშუ, შიკოკუ სამხრეთ კორეა: მთლიანად იტალია: ემილია-რომანა, ლაციო, პიემონტე, ვენეტო, კალაბრია, კამპანია, ფრიული-ვენეცია ჯიულია საფრანგეთი: რონ–ალპები, აკიტენი, კორსიკა, მიდი(სამხრეთ)–პირენეები, პეი დე ლა ლუარ, პუატუ–შარენტი ასევე პორტუგალია, ესპანეთი, ჩილე, ავსტრალია, ახალი ზელანდია. როგორ ვრცელდება აღნიშნული ბაქტერია? ქარით, წვიმით, კონტაქტით, ნერგების გადატანით, ფეხსაცმლით, ავტომანქანის საბურავებით. რა სიმპტომები აქვს Pseudomonas syringae pv. Actinidiae -ს? თავდაპირველად ჩნდება წერტილები ფოთლებზე, შემდეგ თეთრი და სქელი თხევადი მასა ჟონავს ტოტებიდან და მთავარი ღერძიდან, ზოგჯერ გამოჟონილი მასის ფერია ფორთოხლისფერი. საიდან იღებს კომპანია ნერგეტა ნერგებს? ჩვენს კომპანიას ნერგები შემოაქვს საბერძნეთიდან სადაც ჯერჯერობით აღნიშნული ბაქტერია არ არის აღმოჩენილი. მიუხედავად ამისა ყოველ შესყიდულ პარტიას ჩვენ ვამოწმებთ იტალიაში, სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში.