ჩვენი კომპანიას სჯერა ქართული აგრარული პოტენციალის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ხილისა და ბოსტნეულის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩვენ დარწმნებული ვართ რომ უმაღლესი ხარისხის მიღწევის შემთხვევაში ქართული ნაწარმის რელიზაცია შესაძლებელია ამ ქვეყნების ბაზრებზე.

ამის გამო ჩვენ არ განვიხილავთ სხვა ქართველ კივის მწარმოებელ ფერმერებს კონკურენტებად. პირიქით, ჩვენს ინტერესებშია რომ ყველა სხვა ქართველი ფერმერის მიერ მოწეული კივი იყოს მაღალი ხარისხის რათა არ მოხდეს ბაზარზე უფრო დაბალი ხარისხის პროდუქცია რაც შეაფერხებს უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციის შესაფერის ფასში რეალიზაციას.

გარდა ამისა, ევროპულ ქვეყნებში საცალო ქსელების გავლენა ყოველწლიურად იზრდება და მათთან მომგებიანი ურთიერთობების დასამყარებლად აუცილებელია ერთობლივი მარკეტინგული გეგმით მოქმედება.

ამ და სხვა მიზეზების გამო, ჩვენ ვთავაზობთ თანამშრომლობას იმ ქართველ ფერმერებს რომლებიც დაინტერესებული არიან მაღალი ხარისხის და მაღალი წარმადობის მქონე კივის პლანტაციების გაშენებით. ეს თანამშრომლობა გამოიხატება ცოდნის გაზიარებასა და საველე სამუშაოების ჩატარების მომსახურეობაში. ჩვენ გთავაზობთ:

  1. ხელსაყრელი ნიადაგური თვისებების მქონე მიწის ნაკვეთების შერჩევა
  2. ნიადაგის ანალიზების ჩატარებასა და მიღებული შედეგების განმარტება
  3. მიწის დასარგავდ მომზადება
  4. სადრენაჟო არხების მოწყობა
  5. ნაკვეთის ტოპოგრაფიულ დაგეგმვა
  6. 2 წლიანი, სერტიფიცირებული კივის ნერგებით მომარაგება
  7. ქარსაფარი ფირებით მომარაგება
  8. კივის საყრდენი სტრუქტურისთვის საჭირო სხვადასხვა დიამეტრის აკაციის ბოძებით მომარაგება
  9. გაშენების შემდგომი მოვლის პროგრამის შედგენა და კონტროლი
  10. კივის მოსავლის შეძენას ყველაზე ხელსაყრელი პირობებით

ამ თემაზე სასაუბროდ დაუკავშირდით კონსტანტინე ვეკუას მობილურით: 577 76 67 52