ნერგეტა ფლობს დაფასოების პუნქტს რომელიც ასევე წარმოადგენს კივის შესანახ სამაცივრე მეურნეობას. დაფასოების პუნქტი ავაშენეთ 2009 წლის აგვისტო-ოქტომბერში. ის აღჭურვილია თანამედროვე იტალიური სამაცივრე აპარატურითა და ეთილენის გამწოვი მოწყობილობით. ეთილენის გამწოვი მოწყობილობა სიახლეა ქართულ აგრობიზნესში და ამ აპარატის დანიშნულებაა ხილის მიერ შენახვის პერიოდში გამოყოფილი ეთილენის ოთახიდან გატანა.

ეს კი ახანგრძლივებს კივის შენახვის ხარისხს და მინიმმამდე ამცირებს დანაკარგებს.