დასავლეთ საქართველო მეტწილად ტენიანი სუბტროპიკული ზონაა მაგრამ შედარებით ნაკლები ნალექებისა და მეტი მზიანი დღეების გამო მდ. რიონის მარჯვენა სანაპირო და კერძოდ სამეგრელო განსაკთრებულად ხელსაყრელია მაღალი ხარისხის კივის მოსაყვანად. ნერგეტას მიზანია გაშენებისა და მოვლის მეცნიერული მეთოდების გამოყენებით განავითაროს კივის კულტურა ამ რეგიონში.

ჩვენ გვჯერა რომ ქართული კივი უახლოეს 4-5 წელიწადში გახდება საექსპორტო პროდუქტი და საუკეთესო შეფასებების მისაღებად საკმარისი არ იქნება მხოლოდ ერთი ან ორი კომპანიის მიერ მოწეული კივი იყოს უმაღლესი ხარისხის. ამისათვის საჭიროა რომ ყველა ქართველი მიკრო და მსხვილი ფერმერი აწარმოებდეს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნაყოფს. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთმანეთის მოსმენითა და ცოდნის გაზიარებით. ჩვენი საკუთარი პლანტაციის მაგალითზე  სხვა ქართველ ფერმერებსაც გადავცემთ ცოდნას რათა მათ შეძლონ უფრო მეტი მაღალხარისხიანი ნაყოფის წარმოება.

კომპანია ნერგეტა 2009 წელს დაარსდა და არის პირველი ქართული კომპანია რომელმაც ქართველ მომხმარებლებს შესთავაზა ქართველი მიკრო-ფერმერების მიერ მოწეული კივი ზომების მიხედვით დახარისხებული, სპეციალურად ნერგეტასთვის შექმნილ ახალ მუყაოს ყუთებში. თითოეული ხილი ატარებს ნერგეტას საფირმო ნიშნიან სტიკერს. მაშინ როდესაც ქართული ხილი მთლიანად იყიდებოდა და დღემდე იყიდება გაურჩევლად და ნახმარი მუყაოს ყუთებით, ჩვენ პირველებმა დავაფასეთ ქართველი მომხმარებელი და შევთავაზეთ მას უნაკლო, ორჯერ გადარჩეული, ჰიგიენური ნორმების დაცვით დაფასოებული ხილი.

2010 წელს ნერგეტამ  შეიძინა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები სამეგრელოში და დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები. 2011 და 2012 წლებში გაშენდა 24 ჰექტარი კივის პლანტაცია. ჩვენი კომპანიის მიზანია მიაწოდოს საუკეთესო ხარისხის ქართული კივი ქართველ და ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მომხმარებლებს. გვსურს გაგაცნოთ ის მიზეზები რის გამოც ჩვენ ვთვლით რომ შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას:

  1. ბუნებრივად ხელსაყრელი კლიმატი: ჩვენი რეგიონის კივის გემური თვისებები და ხარისხი შედეგია ჩვენი კლიმატის ჩვეულებრივი მდგომარეობით და არა გადაჭარბებული ჩარევებით.
  2. კივის მოვლის წესების ნიუანსური ცოდნა: ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო ახალ ზელანდიელები ფლობდნენ კივის მოვლის საუკეთესო მეთოდებს და გამოცდილებას. პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩვენ გავემგზავრეთ ამ ქვეყანაში და დღეს ნერგეტას გააჩნია ყოველდღიური კავშირები ახალი ზელანდიის საუკეთესო ფერმერებთან, მეცნიერებთან და ექსპორტიორებთან.
  3. კვალიფიციური მენეჯმენტი: ნერგეტას დამფუძნებლები 2002 წლიდან მუშაობდნენ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ აგრარულ კომპანიებში და პროექტებში. თუმცა მხოლოდ წლების რაოდენობა არ მიგვაჩნია განსაკუთრებულად ღირებულად. უფრო მნიშვნელოვანია შეძენილი უნარი ნედლისგან შექმნა რაიმე ღირებული, ისეთი რამ რასაც სხვა ადამიანებიც დააფასებენ.
  4. მოტივირებული და მცოდნე თანამშრომლები: ჩვენი კივის პლანტაციის მომვლელები დროებითი სეზონური მუშები კი არ არიან არამედ ახლომდებარე თემის მკვიდრნი. ისინი უკვე მეორე წელია უწყვეტად მუშაობენ ჩვენთან ერთად. გარდა ამისა ჩვენთან სიტყვა „მუშას“ არ გააჩნია იგივე მნიშვნელობა რაც ამ სიტყვას გააჩნია ქართული კომპანიების უმრავლესობაში და ყოველი ახალი ოპერაციის დაწყებისას, ნერგეტას დამფუძნებლები თავადაც მუშაობენ ფიზიკურად მათ გვერდით.